logo_geo
eng_logo
ზურაბ ჯამალაშვილის მეუღლე: ჩემი მეუღლე უდანაშაულოა და მე ამას დავამტკიცებ
- +

15 მარტი. 2016. 13:23


ფარული ვიდეოჩანაწერების შენახვა-გავრცელების ბრალდებით დაკავებული ზურაბ ჯამალაშვილის მეუღლე თეა ჯამალაშვილი აცხადებს, რომ ზურაბ ჯამალაშვილი უდანაშაულოა, რასაც დაამტკიცებს. თეა ჯამალაშვილი პროკურატურაში მივიდა. მისი განმარტებით, დაკავება ქუჩაში მოხდა, რის პარალელურადაც სამართალდამცველები მათ სახლში ჩხრეკაზე შევიდნენ. თეა ჯამალაშვილის განცხადებით, ბოლო სამი დღე მისი მეუღლე სახლში არ ყოფილა, თუმცა სახლთან თვალთვალი მიმდინარეობდა.


„მე ადვოკატი ვარ და სახლიდან ჩემი პირადი ნივთები წაიღეს - სამუშაო დისკები, კომპიუტერი, მობილური, რომელსაც კავშირი არ აქვს ჩემს მეუღლესთან", - აღნიშნა თეა ჯამალაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner