logo_geo
eng_logo
სირიაში, რუსული ავიაციის ავიადარტყმების შედეგად ერთ წელში 9 364 ადამიანი დაიღუპა
- +

30 სექტემბერი. 2016. 12:46


 

სირიის ადამიანის უფლებების სადამკვირვებლო საბჭოს გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში სირიაში, რუსული ავიაციის ავიადარტყმების შედეგად 9 364 ადამიანი დაიღუპა.


დაღუპულთა შორის 3 804 სამოქალაქო პირი, მათ შორის 906 ბავშვია, ასევე დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს" 2 746 მებრძოლი და სხვა ისლამისტური დაჯგუფებების 2 814 წევრი.



უფლებადამცველების ცნობით, ბოლო პერიოდში რუსეთმა სირიაში აკრძალული კასეტური ბომბების გამოყენებაც დაიწყო.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner