სირიის ადამიანის უფლებების სადამკვირვებლო საბჭოს გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში სირიაში, რუსული ავიაციის ავიადარტყმების შედეგად 9 364 ადამიანი დაიღუპა.
დაღუპულთა შორის 3 804 სამოქალაქო პირი, მათ შორის 906 ბავშვია, ასევე დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს" 2 746 მებრძოლი და სხვა ისლამისტური დაჯგუფებების 2 814 წევრი.
უფლებადამცველების ცნობით, ბოლო პერიოდში რუსეთმა სირიაში აკრძალული კასეტური ბომბების გამოყენებაც დაიწყო.