logo_geo
eng_logo
დავით ჯიქიამ 2008-2011 წლებში რუსთავის ყოფილი მერისა და გუბერნატორის მიერ არამიზნობრივად გახარჯულ თანხებზე ისაუბრა
- +

30 სექტემბერი. 2016. 12:49

 


რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ ბრიფინგი გამართა, სადაც 2008-2011 წლებში გაყიდული სახელმწიფო და მუნიციპალური ქონების, მათ შორის გასხვისებული საბავშვო ბაღების შენობების, სკვერების და კულტურული დანიშნულების სხვა ობიექტების შესახებ ისაუბრა.


დავით ჯიქიამ ბიუჯეტიდან 2009 წელს, ყოფილი მერის მამუკა ჩიქოვანისა და ყოფილი გუბერნატორ დავით კირკიტაძის მიერ, ბრაზილიაში ვიზიტის დროს დახარჯულ საბიუჯეტო თანხებზეც (მგზავრობის ხარჯი 67857 ლარი) გაამახვილა ყურადღება. როგორც დოკუმენტაციიდან ირკვევა, 2008-2012 წლებში გასხვისდა თეატრის წინამდებარე სკვერი (1321 კვ.მ), რეკრეაციულ ზონაში არსებული (3283კვ. მ) მიწის ნაკვეთი, სადაც იმ დროისთვის შოთა რუსთაველის ძეგლი იყო განთავსებული. 2008 წელს არის გაყიდული „მწერალთა სახლიც" რომლის ამჟამინდელ მფლობელებში თამარ ჩიქოვანის (მამუკა ჩიქოვანის მეუღლის) სახელი ფიგურირებს.


ქალაქის მერმა სპორტული კომპლექსის „რუსთავის არენის" შესახებაც ისაუბრა და გაიხსენა, თუ როგორ გასხვისდა 1 ლარად ქონება, რომელიც ქალაქის ბიუჯეტს 1 მილიონი ლარი დაუჯდა, 1 მილიონი კი - პრეზიდენტის სარეზერვო ფონდს.


რუსთავის მერმა რუსთავში ე.წ. სტამბულის ბაზრობის ერთ-ერთი მფლობელისთვის ჩუქების წესით ჩამორთმეული ქონებაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ წართმეული ქონება 2016 წელს თავის კანონიერ მფლობელს დაუბრუნდა.


როგორც რუსთავის მერმა განაცხადა, აღნიშნული ფაქტების დღეს გასაჯაროება იმ დაუსაბუთებელი და მაკომპრომეტირებელი ინფორმაციის საპასუხოდ მოხდა, რასაც ენმ-ის მაჟორიტარობის კანდიდატები რუსთავის მერიის მისამართით სისტემატურად ავრცელებენ.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner