logo_geo
eng_logo
ვარდების მოედანზე MAN-ის 10 ახალი ავტობუსის პრეზენტაცია გაიმართა
- +

30 სექტემბერი. 2016. 13:09



თბილისში, ვარდების მოედანზე, დღეს MAN-ის 10 ახალი ავტობუსის პრეზენტაცია გაიმართა. ავტობუსები უახლოეს დღეებში #61 ხაზზე იმოძრავებენ.



თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ახალი ავტობუსები ევროსტანდარტების შესაბამისია, ეკოლოგიურად სუფთაა და მუშაობს CNG-ის საწვავზე.



მნიშვნელოვანია, რომ ახალი ავტობუსები არის გარემოსთვის უსაფრთხო. ეს არის ბუნებრივ გაზზე მომუშავე ევრო 6-ის მარკის ავტობუსები, რომელიც არის ყველაზე მაღალი კლასის საქალაქო ავტობუსი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ახალი ავტობუსები ადაპტირებულია შშმ პირებზე", - განაცხადა დავით ნარმანიამ.



მისივე თქმით, ავტობუსებში იქნება გათბობისა და კონდიცირების სისტემა. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ახალი ავტობუსებისთვის სასესხო რესურსი - 27 მილიონი გამოყო EBRD-მა, ხოლო ევროკავშირის მიერ დაფუძნებულმა ფონდმა E5P-მ 7 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი გამოყო.



დედაქალაქის მერის თქმით, 143 ავტობუსი თებერვლის ბოლომდე შემოვა თბილისში. დავით ნარმანიას თქმით, 13 ავტობუსი შემოვა იანვარში, 60 - თებერვალში, 60 ავტობუსი - მარტში.



ღონისძიებას ასევე ესწრებოდა საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, რომელმაც განაცხადა, რომ ძალიან მნიშნელოვანია ის ფაქტი, რომ გარდა კომფორტისა,  ისინი მუშაობენ ბუნებრივ გაზზე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner