logo_geo
eng_logo
ალეპოში მოხალისეებმა ნანგრევებში მოყოლილი ხუთი წლის გოგონა გადაარჩინეს
- +

30 სექტემბერი. 2016. 13:11



სირიის ქალაქ ალეპოში მოხალისეებმა ნანგრევებში მოყოლილი ხუთი წლის გოგონა გადაარჩინეს. სამაშველო ოპერაციის ამსახველი ვიდეო სირიის სამოქალაქო თავდაცვის ძალებმა ინტერნეტში გაავრცელეს. როგორც კადრებში ჩანს, ნანგრევებიდან ამოყვანილი გოგონა, სახელად ღაზალი, გონზეა და ლაპარაკი შეუძლია.



ბავშვი ალეპოს ამბოხებულების მიერ კონტროლირებად რაიონში მდებარე ალ-შაარის უბანში ხუთსართულიანი შენობის დაბომბვის შედეგად ნანგრევებში მოყვა, სადაც რამდენიმე საათი გაატარა.



ამჟამად ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილში, რომელსაც ამბოხებულები აკონტროლებენ, 250 ათასამდე ადამიანი იმყოფება. ისინი სამთავრობო ძალებს ალყაში ჰყავთ მოქცეული. უფლებადამცველების განცხადებით, 22 სექტემბერს დამასკოსა და მოსკოვის მიერ ალეპოზე შეტევის განახლების შემდეგ ასობით ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ათობით ბავშვი.


 

 

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner