logo_geo
eng_logo
7 გაკვეთილი ქორწინებისთვის რეიგანებისგან
- +

15 მარტი. 2016. 13:29


ისინი 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყვნენ დაქორწინებულნი. ყოფილი პირველი ლედი ნენსი რეიგანი ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა და როგორც პოლიტიკოსები და ექსპერტები აფასებენ მის წარსულს, ერთი თემა მუდმივად იჩენს თავს, როგორც მისი ერთ-ერთი საამაყო მიღწევა და უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი - მისი ქორწინება.


მიუხედავად პოლიტიკური სიმპათიებისა, ყველა თანხმდება, რომ ნენსის და მის „რონის" კლდესავით მყარი ქორწინება ჰქონდათ ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში. როდესაც  უფრო ჩავუღრმავდებით მათ ცხოვრებას და მათ სიყვარულს ერთმანეთის მიმართ, მივხვდებით, რომ არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რომელიც შეგვიძლია ვისწავლოთ მათი სიყვარულის ისტორიისგან და გავითვალისწინოთ:


1. ისინი იყვნენ საუკეთესო მეგობრები


თითქმის ყველა აღნიშნავს ინტერვიუში (მათ შორის, საკუთარი შვილებიც), რომ „ისინი საუკეთესო მეგობრები იყვნენ. მათ უყვარდათ ერთმანეთთან ახლოს ყოფნა". მათი ვაჟი რონი ამბობდა, რომ „მათი ყველაზე ბედნიერი მომენტები არასოდეს არ იყო გამოტანილი გარეთ, საზოგადოების ყურადღების ცენტრში". ისინი უბედნიერესი იყვნენ, როდესაც ისხდნენ ერთად დივანზე, უყურებდნენ ტელევიზორს, თან ჭამდნენ, იცინოდნენ და მოსწონდათ ერთად ყოფნა. ყველა მყარ ქორწინებას საფუძველში მეგობრობა უდევს, ასე რომ, აქციეთ თქვენს მეუღლესთან მეგობრობა წარმმართველ ძალად.


2. ისინი ერთმანეთს მხარში ედგნენ


რონალდი და ნენსი საოცრად ერთგულნი იყვნენ ერთმანეთისადმი და იცავდნენ ერთმანეთს. ნენსი, რომელიც მიმზიდველი და ზრდილობიანი იყო, ამავე დროს იყო მომთხოვნი და მკაცრი, როდესაც საქმე ეხებოდა მისი ქმრის დაცვას. რონალდის გარდაცვალების შემდეგაც კი, მან დარჩენილი ცხოვრება მისი მემკვიდრეობის და რეპუტაციის დაცვას მიუძღვნა. ისინი ყოველთვის იცავდნენ ერთმანეთს. ისინი ერთიანი იყვნენ. ისინი ერთ გუნდს წარმოადგენდნენ.


3. ისინი პატივს სცემდნენ ერთმანეთის მოსაზრებებს


რონალდს მრჩევლებად შერჩეული ჰყავდა მსოფლიოში ბრწყინვალედ მოაზროვნე ადამიანები და ის ბევრ მათგანს უსმენდა, მაგრამ არ არსებობდა მრჩეველი, ვისაც უფრო მეტად ენდობოდა, ვიდრე მისი ცოლი. ის მხოლოდ ნენსის ენდობოდა. ისინი ყოველთვის პატივს სცემდენ ერთმანეთის აზრებს. ისინი ყოველთვის იზიარებდნენ ერთმანეთის იდეებს, მსჯელობდნენ და აფასებდნენ ერთმანეთის სამომავლო პერსპექტივებს.


4. ისინი მხარს უჭერდნენ ერთმანეთის ოცნებებს


ყველანი თანხმდებიან, რომ რონალდი ვერასოდეს მიაღწევდა თეთრ სახლამდე, რომ არა ნენსის მხარდაჭერა და წახალისება. მან გარეთ გამოიტანა ის, რაც საუკეთესო იყო მის მეუღლეში და მისცა მას თავდაჯერების შეგრძნება, რაც მას ასე სჭირდებოდა. იგივე გააკეთა რონალდმა ნენსისთვის. ნენსის საკუთარ პოლიტიკაში, საზოგადოებასთან ურთიერთობისას (როგორიცაა მისი ცნობილი „უბრალოდ, ვამბობთ არას" - ანტინარკოტიკული კამპანიის დროს) და სხვა სფეროებში, რონალდი სრულ მხარდაჭერას უცხადებდა. ისინი მზად იყვნენ ერთმანეთის დასახმარებლად, რათა გაემარჯვათ და როგორც გუნდს, ერთად ეზეიმათ ეს გამარჯვება. როდესაც ერთი მათგანი წარმატებას აღწევდა, ეს ორივეს წარმატება იყო. როდესაც ერთი მათგანი მარცხს განიცდიდა, მეორეც იზიარებდა ამ მარცხს.


5. ისინი იზიარებდნენ ერთმანეთის სიძნელეებს


მათი სიძნელეები არ იყოფოდა "ჩემად" და შენად", იყო მხოლოდ "ჩვენი". პოლიტიკური სტრესის დაძლევა, მკვლელობის მცდელობა, ქორწინების დასაწყისში ფინასური პრობლემები და სხვა მრავალი რამ, - ყველა სირთულეს ერთად იზიარებდნენ. მათ აღმოაჩინეს, რომ მათ შეეძლოთ გადაელახათ ნებისმიერი დაბრკოლება, თუ ისინი ერთიანი იქნებოდნენ.


6. ისინი ერთობოდნენ


ბევრი დაქორწინებული წყვილი ივიწყებს ერთად დროის გატარებას და გართობას. რონალდი და ნენსი ცდილობდნენ, ცხოვრების ყოველი ფაზა ახალ თავგადასავლად ექციათ. ისინი მიდიოდნენ ლაშქრობებში, სეირნობდნენ ცხენით და დადიოდნენ სამოგზაუროდ ახალი ადგილების აღმოსაჩენად. თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ მათ ჰქონდათ ამის ფინანსური საშუალება, ემოგზაურათ ეგზოტიკურ ადგილებში, მაგრამ მათი საყვარელი „გასართობი" მომენტები და „ჰობი" იყო მარტივი და იაფი. ეს იყო მხოლოდ ერთად ყოფნა.


7. ისინი არასოდეს თმობდნენ ერთმანეთს


მათი სიყვარული და ერთგულება ერთმანეთის მიმართ ყველაფერზე დიდი იყო, რაც კი ცხოვრებაში ჰქონიათ. მაშინაც კი, როდესაც რონალდს გაუარესება დაეწყო ალცჰეიმერის დაავადების გამო და ისინი ერთმანეთს თავიანთ ძვირფას მოგონებებს ვეღარ უზიარებდნენ, ნენსი აგრძელებდა მის სიყვარულს და მასზე ზრუნვას სიცოცხლის ბოლომდე.


არც ერთი ქორწინება არ არის იდეალური და არც ყველა წყვილია სრულყოფილი, მაგრამ რონალდ და ნენსი რეიგანებმა შექმნეს ქორწინების მოდელი, რომელიც მისაბაძია. ჩვენ არ უნდა ვეცადოთ, რომ ამ ქორწინების „ასლი" გადავიღოთ, ვინაიდან ყველა ურთიერთობა თავის მხრივ უნიკალურია, მაგრამ თუ თქვენ ეცდებით ზოგიერთი ამ პრინციპების საკუთარ ქორწინებაში გამოყენებას, თქვენ გარკვეულ დადებით შედეგებს დაინახავთ და თქვენც შეიძლება გქონდეთ „მარადიული ქორწინება".


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner