logo_geo
eng_logo
ლევან გოგიჩაიშვილი: „ნაციონალების“ რევოლუციის მცდელობას აღსრულება არ უწერია
- +

ავტორი ანა ფერაძე

30 სექტემბერი. 2016. 14:01



 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან გოგიჩაიშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე, სადაც „ნაციონალური მოძრაობის"  წევრები და მიხეილ სააკშვილი რევოლუციურ სცენარს განიხილავენ.  ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის"  მცდელობას აღსრულება არ უწერია.




„ნაციონალურ მოძრაობას" პროვოკაციების მოწყობა სურს. ყველა გამოკითხვით და შეფასებით, ისინი  წარმატებას ვერ მიაღწევენ.  მათი აზროვნებიდან გამომდინარე, მათი მოღვაწეობის სტილიდან გამომდინარე, გამორიცხული არ არის, გადატრიალების სცენარზე ფიქრობდნენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მათ ამ გეგმის აღსრულების არანაირი რესურსი არ აქვთ.

 

დესტაბილიზაციის და კანონის დარღვევის ნებისმიერი მცდელობა, რა თქმა უნდა, დაისჯება  კანონის შესაბამისად. მითუმეტეს ამ მცდელობას არც ხელისუფლება და არც საზოგადოება არ დაუშვებს. სწორედ საზოგადოებაა მოწოდებული იმისკენ, რომ ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები და ეს რეალურად იგრძნობა კიდეც", - აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner