დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კრწანისის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა ზემო ფონიჭალაში სანიაღვრე სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
დეპუტატის განცხადებით, მთლიანად შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები და მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა.
მისივე ინფორმაციით, ზემო ფონიჭალაში სანიაღვრე სისტემის მასშტაბური პროექტის განხორციელება უკვე დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, ჟორდანიას ქუჩაზე 1225 მეტრ მანძილზე ძველი სისტემა გოფრირებული მილებით მთლიანად შეიცვლება.
„ზემო ფონიჭალაში მიმდინარე სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ივნისშია დაგეგმილი", -განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.