NATO-ს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ უსაფრთხოების კონფერენციაზე „შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევები" განაცხადა, რომ რუსეთი არ სჭირდება ნეიტრალური სახელმწიფო მის საზღვრებთან.
„რატომ უნდა იყოს დაინტერესებული რუსეთი ნეიტრალურ საქართველოში? მათი გადმოსახედიდან, ისინი საზღვართან არსებული ნეიტრალური სახელმწიფოსგან ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებენ. რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა ძალიან განსხვავებულია. ჩვენთვის ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა ნიშნავს დემოკრატიულ სახელმწიფოებს, რომლებიც ერთმანეთს დახმარებას უწევენ. რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების ეფუძნება იმ მოსაზრებას, რომ მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, აკონტროლონ მათ გარშემო არსებული ტერიტორიები. თუ მათ შენი გაკონტროლება არ შეუძლიათ, მიაჩნიათ, რომ ეს მათთვის პრობლემაა. ეს ყველაფერი აყენებს საქართველოს საკმაოდ რთულ სიტუაციაში: რამდენად შეგიძლია იყო ნეიტრალური, როდესაც გყავს მეზობელი, რომელსაც არა აქვს კანონის უზენაესობისადმი პატივისცემის არანაირი შეგრძნება?
დღეს რუსეთს სურს, რომ ჰქონდეს შესაძლებლობა, კვლავ აღადგინოს იმპერია, ამიტომ ჩნდება კითხვა რუსეთის მეზობლებისთვის: სურთ თუ არა, იყვნენ იმპერიის ნაწილი და რამდენად ექნებათ მათ ნეიტრალიტეტის უფლება.
როგორ ფიქრობთ, რატომ სურს ყველა პატარა ქვეყანას რუსეთის გარშემო, გახდეს NATO-ს წევრი? NATO მათ გაწევრიანებას არ აიძულებს. ეს არის მათი სურვილი, გახდნენ კოლექტიური უსაფრთხოების წევრები, იმისთვის, რომ უზრუნველყონ დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტი", - განაცხადა უილიამ ლაჰიუმ.