პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობის საკითხებში თენგიზ ფხალაძემ ჟურნალისტებტან საუბრისას საქართველოში რომის პაპის ვიზიტი შეაფასა. მისი თქმით, ვატიკანი საქართველოს უაღრესად მტკიცე მხარდამჭერია საერთაშორისო არენაზე.
„ვატიკანი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ეს ვიზიტი ნათლად წარმოაჩენს ორი ქვეყნის ურთიერთობების აღმავლობას. ეს ვიზიტი ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც ერთ-ერთ უძველეს ქრისტიანულ სახელმწიფოს საერთაშორისო არენაზე და იმ მისიას, რომელსაც ჩვენი ქვეყანა საუკუნეების მანძილზე ასრულებდა და ასრულებს დღვანდელ დღეს. ეს არის უაღრესად კარგი საშუალება, რომ მსოფლიო მასშტაბით კიდევ ერთხელ წარმოვაჩინოთ საქართველო", - განაცხადა ფხალაძემ.
მისი თქმით, საქართველოში ჩამოვა მსოფლიოს ყველა წამყვანი მედიასაშუალების წარმომადგენელი და რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენი ქვეყანა „საერთაშორისო მედიასივრცეში ყველა დღის წესრიგში იქნება".