logo_geo
eng_logo
დათო ლორთქიფანიძე: ქართველი ხალხი არ დაუშვებს „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პროვოკაციებს
- +

ავტორი ანა ფერაძე

30 სექტემბერი. 2016. 15:13



„ქართული ოცნების" წევრმა დათო ლორთქიფანიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე  წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრა და „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან შესაძლო მოსალოდნელ პროვოკაციებზე ისაუბრა.



„დღეს ჩვენს ქვეყანაში ისეთი გარემოა შექმნილი, რომ საზოგადოებას საშუალება აქვს, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება. მთავარია, გამოცხადდნენ არჩევნებზე და თავისი ხმა დააფიქსირონ.

 

რაც წინა ხელისუფლების პერიოდში ხდბოდა ადამიანების დაშინება, შანტაჟი, ტერორი, დღეს ყველას აქვს საშუალება, თავისი აზრი გამოთქვას. თუ სადმე ინციდენტს აქვს ადგილი, ეს პროვოცირებულია თვითონ „ნაციონალების" მიერ, რომლებიც ამით ცდილობენ, საზოგადოების ყურადღება მიიქციონ. 

 

დარწმუნებული ვარ, ქართველი საზოგადოება, ხელისუფლება არ დაუშვებს, „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან პროვოკაციებს და ქვეყანაში არეულობას", - აღნიშნა დათო ლორთქიფანიძე.




 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner