logo_geo
eng_logo
ზვიად ძიძიგური: მოარული ხმები გავიგონე, რომ ბურჭულაძემ თავად დატოვა ბურჭულაძის მოძრაობა
- +

30 სექტემბერი. 2016. 15:32


 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური „TV-პირველის" ეთერში ბურჭულაძის ბლოკზე საუბრობს და ამბობს, რომ მათ გარშემო მიმდინარე მოვლენებიდან ნათლად ჩანს, რომ ბურჭულაძის ბლოკში კრიზისია, მაგრამ უჭირს იმაზე საუბარი, როგორ განვითარდება მოვლენები.


„იმდენი ხანია პაატა ბურჭულაძის ბლოკის რღვევა მიმდინარეობს, რომ ახალი არ ვიცი, რა უნდა ვთქვა ამასთან დაკავშირებით. მოარული ხმები გავიგონე, რომ პაატა ბურჭულაძემ თავად დატოვა ბურჭულაძის მოძრაობა და ცინიკურად ნამდვილად არ ვლაპარაკობ მე ამას, მაგრამ გუშინ ვუსმენდი მისი ბლოკის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას და გიორგი ვაშაძესთან დაკავშირებით თავად პაატა ბურჭულაძემ განაცხადა ორი ერთმანეთის საწინააღმდეგო წინადადება, ერთი - რომ გიორგი ვაშაძესთან არანაირი პრობლემა არ აქვთ და მეორე ნაწილი იყო ამ წინადადების, რომ მას აქვს მოსაფიქრებლად დრო, დარჩება თუ არ დარჩება მათთან ბლოკში. ამიტომ, მე ვფიქრობ, სახეზეა, რომ რაღაცა კრიზისი არის პაატა ბურჭულაძის ირგვლივ გაერთიანებულ პოლიტიკურ ბლოკში და რა როგორ იქნება და როგორ განვითარდება მოვლენები, ამის თქმა ძნელია", - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა. 

 


ძიძიგურმა აქვე აღნიშნა, რომ ბურჭულაძის ბლოკი არის სააკაშვილის პროექტი, რომლის შექმნის მიზანი იყო „ქართული ოცნების" ხმების წაღება, მაგრამ ყველაფერი მოხდა პირიქით.

 

„პაატა ბურჭულაძე არის მიხეილ სააკაშვილის პროექტი. ეს პროექტი გაკეთდა იმიტომ, რომ „ქართული ოცნების" ხმების რაღაც ნაწილი წაეღო, მაგრამ პირიქით მოხდა. მას შემდეგ, რაც მათ ბლოკი შექმნეს და ჩამოყალიბდნენ, პირიქით, „ნაცინალური მოძრაობის" ხმები უფრო მეტად წაიღეს და ეს ადასტურებს იმას, რომ ქართველმა საზოგადოებაც ასე ჩათვალა, რომ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის" პროექტი, მათი სატელიტი პარტია და შეგახსენებთ გვარამია-ბურჭულაძის საუბრის აუდიოჩანაწერს, სადაც ეს ცალსახად ჩანდა", - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.





 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner