logo_geo
eng_logo
ზვიად ძიძიგური: განცხადება, რომ „ნაციონალები“ არჩევნებზე ხმებს აიღებენ, არის ბაქა-ბუქი, სხვა არაფერი
- +

30 სექტემბერი. 2016. 16:06



პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური ტელეკომპანია „TV-პირველის" გადაცემაში „ნაციონალური მოძრაობის" მიერ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება იმის თაობაზე, რომ არჩევნების მერე „ქართული ოცნება" ოპოზიციაში გადავა, ხოლო ივანიშვილი საქართველოდან გაიქცევა. ძიძიგურის თმქით, ეს განცხადება არის უსუსური მცდელობა დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობიდან ყურადღების გადატანისთვის.


 

„ეს განცხადება არის უსუსური მცდელობა, რომ ყურადღება გადატანილ იქნას დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობიდან, რევოლუციური სცენარიდან სხვა ტიპის მესიჯებზე, რომელსაც ბოკერია აჟღერებს. რაც შეეხება იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი აპირებს საქართველოდან გაქცევას, ამაზე უნდა გავიცინოთ, სხვა რა კომენტარი უნდა გავაკეთო, არ ვიცი. ბიძინა ივანიშვილმა, როცა სააკაშვილი იყო პრეზიდენტი, რომელსაც ემორჩილებოდა ჯარი, პოლიცია, სოდ-ი, კუდ-ი, სასამართლო, პროკურატურა, მაშინ დაამარცხა „ნაციონალური მოძრაობა" და თუკი ახლა „ნაციონალები" ამბობენ, რომ ისევ მოენატრა ქართველ ხალხს პატიმრების გაუპატიურებები, ბიზნესზე, მედიაზე, თითოეულ ადამიანზე ძალადობა, რომ ქართველი ხალხი ახლა ირჩევს თურმე „ნაციონალურ მოძრაობას" და ჩვენ გასაქცევად გვაქვს საქმე, ამას განსაზღვრავს თვითონ 8 ოქტომბერი, ამას განსაზღვრავს არჩევნები და ის, რომ „ნაციონალები" ხმებს აიღებენ, არის ბაქი-ბუქი და სხვა არაფერი. „ქართულ ოცნებას" აქვს ძალიან მყარი პოზიციები და დამაჯერებლად ლიდერობს", - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner