logo_geo
eng_logo
ზვიად ძიძიგური: სააკაშვილი, ხელისუფლებაში დასაბრუნებლად, ყველაფერზეა წამსვლელი
- +

30 სექტემბერი. 2016. 16:21

 


პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური ტელეკომპანია „TV-პირველის" ეთერში მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის" წევრების საუბრის აუდიოჩანაწერს ეხმიანება და ამბობს, რომ სააკაშვილი ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის ყველაფერზეა წამსვლელი.


„ამ ჩანაწერის ავთენტურობა, რა თქმა უნდა, უნდა დადასტურდეს და სამართლებრივ ჭრილში მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ეს საკითხი განვიხილოთ. მაგრამ მე ძალიან კარგად ვიცნობ „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს მიხეილ სააკაშვილს და იმ პირებსაც, რომლებზეც იყო ლაპარაკი, საერთოდ, კარგად ვიცნობ მათ მოდგმას და გარწმუნებთ, რომ ისინი არაფერზე უკან არ დაიხევენ, განსაკუთრებით კი  მიხეილ სააკაშვილი, იმისთვის, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდეს. ის სისხლზეც წამსვლელია და ყველაფერზეც წამსვლელია. 2012 წლის არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა მაშინვე დაიწყეს განცხადებების გაკეთება იმის შესახებ, რომ 4 წელიწადს ისინი „ქართულ ოცნებას" არ დააცდიდნენ. შემდეგ „რუსთავი 2"-ის გარშემო განვითარებული მოვლენების დროს  ჩანაწერები გავრცელდა, სადაც სააკაშვილი ითხოვდა ბარიკადებს, სისხლისღვრას, არეულობას, გვამს, თუ იქნებოდა ქალი, უკეთესი, თუ ორსული ქალი იქნებოდა - კიდევ უფრო უკეთესი და ამ ფონზე ძალიან საინტერესოა, რომ თავისივე „facebook"-ჩანაწერში სააკაშვილი ამბობს, რომ განაჩენი, ვერდიქტი იქნება „რუსთავი 2"-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლები, იმ ორგანიზაციისა, რომელიც ინტერაქტივებს აყალბებს", - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner