logo_geo
eng_logo
ელიზბარ ჯაველიძე: დანაშაულია ისიც, სახელმწიფო მოღვაწე რომ ხარ და თანამდებობის შესაფერისად არ იქცევი!
- +

15 მარტი. 2016. 13:36


აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროებას დანაშაულს უწოდებს და აცხადებს, რომ ამგვარი ქმედება დაუშვებელი და მიუღებელია საზოგადოებისთვის. მისივე თქმით, ასევე მიუღებელია, ადამიანი საკუთარ პირად სექსუალ ცხოვრებაზე საჯაროდ საუბრობდეს.


„პლაკატებით გამოდიან ქუჩაში, განცხადებებს აკეთებენ, რომ სექსი დანაშაული არ არის. ვინ თქვა, რომ სექსი დანაშაულია?! რა თქმა უნდა, სექსი დანაშაული არაა, მაგრამ დანაშაულია ის, რომ ადამიანის პირად ცხოვრებაში ერევი. დანაშაულია ისიც, სახელმწიფო მოღვაწე რომ ხარ და თანამდებობის შესაფერისად არ იქცევი. ბოდიში მომითხოვია, არ შეიძლება, ქალმა გაიხადოს საცვალი და აფრიალოს. მითუმეტეს, პრეზიდენტი, ქვეყნის პირველი პირი, არ შეიძლება, ასე იქცეოდეს. მაშინ როცა უბედურება ტრიალებს ქვეყანაში, ერის გადაგვარება ხდება, ხდება სულიერების მოსპობა, ოჯახების დანგრევა და ა.შ. ამ დროს გამოდის პრეზიდენტი და იძახის, მე მაგარი სექსის კაცი ვარო. ვაი ჩვენს პატრონს, რომ ასეთი პრეზიდენტი გვყავს. ეს არის უბედურება!" - განაცხადა „რეპორტიორთან" საუბრისას ჯაველიძემ.

 

 

 

იხილეთ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადება:


http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=2408


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner