ავტორი სოფო ხუგოიანი
სტუდენტების ნაწილი ვლადიმერ პაპავას გადადგომას მოითხოვს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, ანეტა გეგეშიძე სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს მოუწოდებს, რომ თსუ-ს აქციაზე მდგომ ახალგაზრდებს მხარში ამოუდგნენ.
„რა თქმა უნდა, პაპავა უნდა გადადგეს, რადგან ამას სტუდენტები მოითხოვენ. მე, როგორც სტუდენტი, მოვედი და სოლიდარობა გამოვუცხადე აქ მყოფ ახალგაზრდებს, ძალა ერთობაშია. ვსწავლობ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში და მოვუწოდებ არა მხოლოდ ჩემს უნივერსიტეტელებს, არამედ ყველა სტუდენტს, გავერთიანდეთ და მხარში ამოვუდგეთ აქ მდგომ სტუდენტებს", - ამბობს ანეტა გეგეშიძე.