logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: არა მგონია, მავანმა დამიდასტუროს, მაგრამ უტყუარად ვიცი...
- +

30 სექტემბერი. 2016. 17:28


 

მდაააა!

არა მგონია, მავანმა (!!!) დამიდასტუროს, მაგრამ უტყუარად ვიცი: „ქართული ოცნების" გამარჯვებიდან რამდენიმე დღეში საქართველოს მეგობარი ერთ-ერთი დიდი ქვეყნის ელჩი ახალ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას, დაბეჯითებით ურჩევდა (სთხოვდა, ეხვეწებოდა, ემუდარებოდა, მოითხოვდა...) მას საქართველოს ელჩად შეერთებულ შტატებში დაეტოვებინა მაშინ მოქმედი ელჩი იაკობაშვილი.


რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ თხოვნას პრემიერმა ღიმილით უპასუხა: ბატონ ელჩს იუმორის მაგარი გრძნობა ჰქონიაო...


ზეწოლის არაერთი შემთხვევა ვიცი მე. პრემიერზე, მთავრობის წევრებზე, პრეზიდენტზეც კი... თანაც, ინფორმაციის წყაროები უცხოელი დიპლომატები და კარგად ინფორმირებული ჟურნალისტები იყვნენ.


ვიმეორებ, არ ველი ჩემს მიერ გაჟღერებული ინფორმაციის ოფიციალურ დადასტურებას. ასევე, არ ვაპირებ ინფორმაციის წყაროს გაშიფვრას, რამეთუ კანონი, როგორც ჟურნალისტს, მაძლევს ამის უფლებას. მაგრამ, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ რასაც ვწერ, არის სრული სიმართლე.


შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ საქართველოს ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა შიდა ქართლში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე, მასზე განხორციელებულ ზეწოლაზე ისაუბრა.


„იურმალაში ქალაქგარეთ გამიყვანეს. იქ იყო ერთი სამი პრემიერ-მინისტრი და ერთი ათი საგარეო მინისტრი და მაწვებოდნენ. მეუბნებოდნენ, არავინ დაიჭიროთ, არავის გაეკაროთო, მხოლოდ წინ იყურეო. სამართალი და ხალხი სულ სხვა რამეს ითხოვდა და ითხოვს. ბოლოს კი აღმოჩნდა, რომ მათ ძირითად პარტნიორებთან უკეთესი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა ახალ ხელისუფლებას", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner