logo_geo
eng_logo
„არ გვიხდიან?! არ გადავიხდით!" - პრემიერა თუმანიშვილის თეატრში
- +

30 სექტემბერი. 2016. 17:29

 


30 სექტემბერს, 1 და  2 ოქტომბერს, 20:00 საათზე  მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში სპექტაკლის -  „არ გვიხდიან?! არ გადავიხდით!" პრემიერა გაიმართება. სპექტაკლი დარიო ფოს ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით, რეჟისორმა მიკელე პანელამ დადგა.



სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: თემო გვალია, მზია არაბული, ნიკა წერედიანი, ეკატერინე ანდრონიკაშვილი, გია აბესალაშვილი, გუგა კახიანი.



სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი, მიკელე პანელა ფლორენციის საერთაშორისო ფესტივალის „ინტერსითი" აღმასრულებელი დირექტორი და „ტეატრო დელა ლიმონაიას" ვიცე-პრეზიდენტია. იგი მრავალჯერაა მიწვეული სხვადასხვა ქვეყანაში თეატრალური გამოცდილების გაზიარების მიზნით.



სპექტაკლი  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და იტალიის საელჩოს მხარდაჭერით დაიდგა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner