30 სექტემბერს, 1 და 2 ოქტომბერს, 20:00 საათზე მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში სპექტაკლის - „არ გვიხდიან?! არ გადავიხდით!" პრემიერა გაიმართება. სპექტაკლი დარიო ფოს ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით, რეჟისორმა მიკელე პანელამ დადგა.
სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: თემო გვალია, მზია არაბული, ნიკა წერედიანი, ეკატერინე ანდრონიკაშვილი, გია აბესალაშვილი, გუგა კახიანი.
სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი, მიკელე პანელა ფლორენციის საერთაშორისო ფესტივალის „ინტერსითი" აღმასრულებელი დირექტორი და „ტეატრო დელა ლიმონაიას" ვიცე-პრეზიდენტია. იგი მრავალჯერაა მიწვეული სხვადასხვა ქვეყანაში თეატრალური გამოცდილების გაზიარების მიზნით.
სპექტაკლი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და იტალიის საელჩოს მხარდაჭერით დაიდგა.