logo_geo
eng_logo
თსუ-ს თვითმმართველობის წევრები ლადო პაპავას კაბინეტში შეიჭრნენ
- +

15 მარტი. 2016. 13:39


თსუ-ს თვითმმართველობის წევრები რექტორის კაბინეტში შეიჭრნენ. მათ რექტორის კაბინეტი რამდენიმე წუთის წინ ძალის გამოყენებით დაიკავეს. სტუდენტები არ თვლიან, რომ შეჭრა არის სამართლებრივი დარღვევა. ისინი ლადო პაპავას განცხადებას ელოდებიან.


რექტორი ამ დროისთვის კაბინეტში არ იმყოფება. იგი პროფესორ-მასწავლებლებს ხვდება.


სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის შალვა საბაურის განცხადებით, თუკი უნივერსიტეტის რექტორი ვერ ახერხებს სიტუაციის კანონიერ ჩარჩოში მოქცევას, ისინი ლადო პაპავას არ მისცემენ საშუალებას, კაბინეტში შევიდეს. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner