ავტორი ანა ფერაძე
„ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან გოგიჩაიშვილმა „რეპორტიორთან" საუბრისას არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არჩევის შემთხვევაში პრობლემებს მოსახლეობასთან ერთად გადაწყვეტს.
„ჩვენ ძალიან აქტიურ კამპანიას ვატარებთ, ყველაზე სამწუხარო ფაქტი ის არის, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ადამიანები, რომლებიც „ქართული ოცნებიდან" იყვნენ წარმოდგენილი და დღეს ოპოზიცურ პარტიებს წარმოადგენენ, რაც მათი არჩევა მოხდა, მის შემდეგ იმ ხალხთან არ გამოჩენილან, ვისი დამსახურებითაც პარლამენტში მოხვდნენ. ჩვენ აქტიურად მუშაობას ვაპირებთ მოსახლეობასთან. 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ჩვეულებრივ გავაგრძელებთ მუშაობას და ავაწყობთ საზოგადოებასთან სწორ კომუნიკაციას. ვაპირებ, მაქსიმალურად ყოველდღიურად ვიყო მათთან ერთად და ვფიქრობ, ძალიან ბევრ პრობლემას მათთან ერთად გადავწყვეტ.
ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს ყველა ამომრჩევლის კანონიერი უფლებები.
იმაზე მეტს არასდროს არ ვიტყვი, რისი გაკეთების საშუალებაც არ მექნება. შესაბამისად, როცა ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე მივა, მან უნდა გააკეთოს სწორი არჩევანი. ამომრჩეველმა მხარი უნდა დაუჭიროს „ქართულ ოცნებას", რომელსაც ქვეყნისთვის ბევრი რამის გაკეთება შეუძლია.
მე ვარ „ქართული ოცნების" გუნდის წევრი და იმ პასუხისმგებლობის მატარებელი, რაც ჩვენს პროგრამასთან მიმართებაში გვაქვს", - აღნიშნა გოგიჩაიშვილმა.