logo_geo
eng_logo
ილია მეორე: ეს არის ნამდვილად ისტორიული ვიზიტი, ღმერთმა დალოცოს ჩვენი ორი ეკლესია
- +

30 სექტემბერი. 2016. 18:42



საქართველოს საპატრიარქოში, რომის პაპი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა.



პატრიარქმა რომის პაპს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და დელეგაციის წევრებს სიტყვით მიმართა.



მოხარული ვართ, რომ ჩამობრძანდით საქართველოში და ამით აგრძელებთ იმ მრავალსაუკუნოვან ტრადიციას, რომელსაც სათავე პირველ საუკუნეში ჩაეყარა. ჩვენი ორი ეკლესია უძველესი სამოციქულო ეკლესიებია. ჩვენი ურთიერთობა მომდინარეობს ამ ძმური სიყვარულით და მინდა ვთქვა, რომ ეს 20 საუკუნე, ჩვენ ძმური სიყვარულით ვცხოვრობდით და ვცხოვრობთ. საქართველოს არის ის ქვეყანა, სადაც უფლის კვართი ჩამოიტანეს. საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, ამიტომ, ჩვენი არსებობა, კეთილდღეობა მთლიანად დაკავშირებულია ამ სულიერ მოღვაწეებზე, მაგრამ უნდა ითქვას, რომ მრავალი პრობლემაც გვქონდა, ეს პრობლემები იყო ღვთის ლოცვა-კურთხევით დაძლეული. დღეს, კაცობრიობა დგას დიდი პრობლემის წინაშე და ეს არის გლობალიზაციის პროცესი. ეს თავისთავად არ არის ცუდი მოვლენა, მაგრამ მას გააჩნია დიდი საშიშროება, რომ ერთფეროვნად არ გადაიქცეს მთელი მსოფლიო. კაცობრიობამ გადადგა დიდი ნაბიჯები წინ მეცნიერებაში, ტექნიკაში, მაგრამ ამავე დროს, დიდი ნაბიჯები გადაიდგა უკან სულიერებასა და სარწმუნოებაში. ეს საშიშროება არის ჩვენს წინაშე", - განაცხადა ილია მეორემ.



ილია მეორემ სიტყვით გამოსვლისას საქართველოს წინაშე არსებულ პრობლემებზეც გაამახვილა ყურადღება.



დღეს საქართველო ახალი პრობლემების წინაშეა. თითქმის 500 ათასი ადამიანი არის ლტოლვილი საკუთარ ქვეყანაში. უპირებულია აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. ცხინვალი და აფხაზეთი არის ძირძველი ქართული მიწა. მე 11 წელი ვიყავი აფხაზეთის მიტროპოლიტი და არასდროს ყოფილა კონფლიქტი ქართველებსა და აფხაზებს შორის, ეს არის ხელოვნურად შექმნილი კონფლიქტი, მაგრამ გვჯერა, რომ ეს პრობლემები დაიძლევა. მთავარია, დავძლიოთ სულიერი პრობლემები. ქვეყანაში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში არის რწმენისა და სიყვარულის დეფიციტი. საქართველოს ეკლესია ღებს მონაწილეობ დიალოგებში, რომელიც არის კათოლიკურ ეკლესიასა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის. ჩვენ მადლობელი ვართ, რომ გვეძლევა საშუალება, ვიმუშაოთ ხელნაწერებზე, რომელიც მრავლად არის ვატიკანის ბიბლიოთეკაში და რომელიც ჩვენს წარსულს ასახავს. მადლობელი ვიქნებით მომავალში, თუ ამ მეცნიერულ საქმიანობას ხელს შევუწყობთ. ეს არის ნამდვილად ისტორიული ვიზიტი. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ორი ეკლესია", -  განაცხადა პატრიარქმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner