logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: თუ სააკაშვილი გადმოკვეთს საზღვარს, მას აუცილებლად დააპატიმრებენ!
- +

30 სექტემბერი. 2016. 20:06



„პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი „პრაიმტაიმთან" საუბარში მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის" წევრების საუბრის აუდიოჩანაწერს ეხმიანება. მისი თქმით, „ნაციონალები" ვერ გაბედავენ ვერანაირი პროვოკაციისა და რევოლუციის მოწყობას. 


 

„ნაციონალური მოძრაობა" ვერ მოახერხებს ამ შესაძლო სცენარების განხორციელებას. ეს ყველაფერი სააკაშვილის ფანტაზიის მორიგი ნაყოფია. თუმცა ის, რომ მათ შეუძლიათ პროვოკაციების მოწყობა და ამით საარჩევნო პროცესებისთვის ხელის შეშლა, ეს ფაქტია. ამ ეტაპზე ჩვენ გავავრცელეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 5 ოქტომბერს სააკაშვილი აპირებს რიზეში ჩასვლას და ის რიზედან შეეცდება, დაძაბოს პროცესები საქართველო-თურქეთის საზღვართან. სარფის საზღვართან საქართველოს მხრიდან იქნება მობილიზებული გარკვეული რაოდენობის ხალხი და ამით ისინი აპირებენ სიტუაციის დაძაბვას. თუ სააკაშვილი გადმოკვეთს საზღვარს, მას აუცილებლად დააპატიმრებენ. ამიტომაც ის ამას არ გააკეთებს, რადგან თავისი ბუნებით კურდღელია...", - აცხადებს „პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner