logo_geo
eng_logo
თამაზ ახობაძე: რა თქმა უნდა, პაპავა უნდა გადადგეს!
- +

15 მარტი. 2016. 13:50


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სტუდენტების ნაწილი თსუ-ს რექტორის ვლადიმერ პაპავას გადადგომას მოითხოვენ. ერთ-ერთი სტუდენტის თამაზ ახობაძის თქმით, პაპავა უნდა გადადგეს, მაგრამ ახლა ეს უნივერსიტეტში დესტაბილიზაციას გამოიწვევს და თვითმმართველობასაც სწორედ ეს უნდა.



„რა თქმა უნდა, პაპავა უნდა გადადგეს, მაგრამ მაშინ, როცა ამის საჭიროება იქნება. პაპავა ახლა რომ გადადგეს, ეს უნივერსიტეტში დესტაბილიზაციას გამოიწვევს და თვითმმართველობასაც სწორედ ეს უნდა. მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ვეცადოთ, მშვიდობიანი გზით მივაღწიოთ ამ გადაწყვეტილებას. რექტორმაც და თვითმმართველობამაც ის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რომელიც სტუდენტებისთვის, უმრავლესობისთვის იქნება სასარგებლო და ამის შემდეგ პაპავა უნდა გადადგეს", - ამბობს თამაზ ახობაძე.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner