1ოქტომბერს, 13:00 საათზე კინოთეატრ "რუსთაველში" ფილმის "ბოლო ნახატის" პრემიერა გაიმართება. ფილმის რეჟისორია ვალერი ფიფია, რომლისთვისაც ეს პირველი დამოუკიდებელი ნამუშევარია.
სცენარი ეკუთვნის ნინო ტუსიშვილს, ოპერატორები არიან გიორგი ჩუბინიძე და გოგა ოსეფაშვილი, მხატვარი - ანა ბოტკოველი, კომპოზიტორი - სოფი რაფაელა.
"ბოლო ნახატი" მოკლემეტრაჟიანი ფილმია და ის ახალგაზრდა ბიჭის ისტორიას ასახავს, რომელიც ბავშვთა სახლში გაიზარდა.
„ეს არის ისტორია მზრუნველობამოკლებული ბავშვის შესახებ, რომელსაც ცხოვრებისეულ პრობლემებთან გამკლავება დამოუკიდებლად უწევს. ამ ფილმით გვსურს, რომ საზოგადოება კიდევ ერთხელ დაფიქრდეს იმ ახალგაზრდების ბედზე და მომავალზე, რომლებიც ბავშვთა სახლებიდან გამოსვლის შემდეგ სულ სხვა რეალობის წინაშე სრულიად მარტო რჩებიან. ვფიქრობ, საინტერესო ფილმი გამოვიდა, რომელიც აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხება", - აცხადებს ფილმის რეჟისორი ვალერი ფიფია.
"ბოლო ნახატის" გადაღება წელიწადნახევარი გრძელდებოდა და მას საფუძვლად რეალური ისტორია უდევს.