„ნაციონალები" მუშაობდნენ, რომ ხალხი მასად ექციათ. მაგრამ ჩვენ ამ ბოლო 4 წელიწადში დავძლიეთ ორი რამ - დავიბრუნეთ თავისუფლება და ჩვენში აღარ არის ომის შიში. „ნაციონალებს" უნდათ ეს შიში კვლავ დათესონ",- ამის შესახებ ყოფილმა პარლამენტარმა ხათუნა ხოფერიამ „მარშალპრესის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
ხოფერიამ ასევე ფარულ ჩანაწერებსა და ქვეყანაში შესაძლო დესტაბილიზაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება მზად არის ქვეყანაში ყველანაირი ტიპის პროვოკაციები, არეულობა აღკვეთოს.
„ივანიშვილმა ძალიან კარგად თქვა - რა მნიშვნელობა აქვს, ეს ჩანაწერები არის თუ არა ავთენტური, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრომ განაცხადა, რომ არსებობს ინფორმაცია დესტაბილიზაციის საფრთხეზე. ყველამ ვიცით, რომ „ნაციონალები" არჩევნებისთვის ფართხალებდნენ. შიშის სინდრომი, ახლავს თავს „ნაციონალური მოძრაობის" პრაქტიკულად ყველა ლიდერს, იმ დანაშაულებიდან გამომდინარე, რომელიც მათ აქვთ ჩადენილი. ისინი არ ცხოვრობენ რეალური სამყაროში, შიშის ნიადაგზე გასულები არიან ამ სამყაროს მიღმა. „ნაციონალები" მუშაობდნენ, რომ ხალხი მასად ექციათ. მაგრამ ჩვენ ამ ბოლო 4 წელიწადში დავძლიეთ ორი რამ - დავიბრუნეთ თავისუფლება და ჩვენში აღარ არის ომის შიში. „ნაციონალებს" უნდათ ეს შიში კვლავ დათესონ. ჩვენ კარგად ვიცით, რომ მათი რესურსი ძალიან პატარაა და რაც არ უნდა იმოქმედონ, ნაკლებად შეძლებენ ამ განცდის შექმნას. შენ თუ გინდა გამოიწვიო რაიმე სერიოზული ცვლილება სახელმწიფოში, ამისთვის გჭირდება ხალხი, რაც მათ არ გააჩნიათ. ის ადამიანებიც კი, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობას" მხარს უჭერენ, სტოკჰოლმის სინდრომით არიან შებყრობილები - ანუ გიყვარდეს მწამებელი შენი. თავად არიან შეშინებულები და ცდილობენ, რომ ეს საკუთარი შიში გადაფარონ, მაგრამ ისინი ქუჩაში გამომსვლელები არ არიან. ასე რომ შემიძლია გითხრათ, რომ „ნაციონალური მოძრაობა" მოკვდა!
„ნაციონალურ მოძრაობას" დესტაბილიზაცია გუშინ და დღეს არ დაუგეგმავს, ამაზე დაახლოებით 5 თვის განმავლობაში მუშაობდნენ. შინაარსობრივად ეს თითქოს 2003 წლის ვარდების რევულიციას მიემსგავსებოდა, თუმცა რეალურად სხვა ქმედებები განხორციელდებოდა, მოხდებოდა უკრაინული მაიდნის მსგავსი პრეცენდეტი, მოეწყობოდა ავტომაიდანი, თავისი გასროლებით, კარვების გაშლით, ოღონდ თემატურად თითქოს ეს ყველაფერი არალეგიტიმური და გაყალბებული არჩევნების გამო მოხდებოდა, მათ ჰყავთ ადამიანები, ვინც ამ ყველაფრისთვის მზად არიან. ამაზე უკრაინაშიც მიდიოდა მოლაპარაკებები, ტრეინინგები, რა თქმა უნდა, იყო იმის მცდელობა, რომ ბაზა მოეძიათ თბილისში, როდესაც გათვლა ჰქონდათ 200-250 მანქანაზე, ავტომაიდანის მოწყობისთვის, საბოლოოდ მხოლოდ 38 აქტიური ვტომანქანა მიიღეს. ახლა კი „ნაციონალებს" რესურსი არ გააჩნიათ და ამ ყველაფერს ვეღარ განახორციელებენ.
ჩემი აზრით, სახელმწიფო არის მზად, ასეთი ქმედებების შემთხვევაში შესაბამისი პრევენციები გაატაროს და არც ისეთი უნიათოა, რაზეც „ნაციონალები" გვიკიჟინებდნენ", -განაცხადა ხოფერიამ.