logo_geo
eng_logo
ოთარ აბესაძე გოგა ონიანს: კასტილებიანი კაცის ავტორები და მთავარი გმირები თქვენ იყავით!
- +

30 სექტემბერი. 2016. 23:30


 

„გოგა, განათლების პრობლემა, კადრების გავრცელება, ბიზნესის რეკეტი, ადამიანის დაშინება, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, ეს იყო 2012 წლამდე!", - ამ სიტყვებით მიმართა "ქართული ოცნების" წევრმა ოთარ აბესაძემ "ნაციონალური მოძრაობის" წევრს გოგა ონიანს ტელეკომპანია "პირველის" ეთერში.

აბესაძემ ასევე აღნიშნა, რომ ადამიანებზე ზეწოლა აღარ ხდება, რაც „ქართული ოცნების" დამსახურებაა.


„დიახ, აღარ ხდება ადამიანებზე ზეწოლა, სწორედ "ქართული ოცნების" გუნდის ხელში გახდა ის, რომ განათლება არის ხელმისაწვდომი, წიგნები არის აბსოლუტურად უფასო, 1500-ზე მეტი სკოლა გარემონტდა, 9 ახალი სკოლა აშენდა, 21 სპეციალობაზე სწავლა გახდა უფასო, დოქტურანტურა არის დაფინანსებული...

 

რაც შეეხება კადრებს, საშინელებათა ფილმების ავტორებიც და მონაწილეებიც "ნაციონალური მოძრაობის" წევრები იყავით. ეს არის ფაქტი! ყველა აღნიშნულის კადრის და კასტილებიანი კაცის ავტორები და მთავარი გმირები არიან "ნაციონალები", - განაცხადა აბესაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner