logo_geo
eng_logo
შიმონ პერესი იერუსალიმში დაკრძალეს
- +

30 სექტემბერი. 2016. 23:35



BBC-ის ცნობით, ისრაელის ყოფილი პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი შიმონ პერესი იერუსალიმში, მთავარ მემორიალურ სასაფლაოზე დაკრძალეს. პერესთან გამომშვიდობების ცერემონიას 70 ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრო.


პერესს აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, ექსპრეზიდენტი ბილ კლინტონი, საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, დიდი ბრიტანეთის პრინცი ჩარლზი, ასევე პალესტინის ადმინისტრაციის ლიდერი მაჰმუდ აბასი გამემშვიდობენენ.


სამგლოვიარო ცერემონიაზე გაკეთებულ განცხადებაში ბარაკ ობამამ აღნიშნა, რომ შიმონ პერესი სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე უსაფრთხო ისრაელის იდეის ერთგული იყო, რომლის მოსახლეობაც მშვიდობაში ცხოვრობს.


შიმონ პერესი 28 სექტემბერს გარდაიცვალა. მან ორი კვირის წინ ინსულტი გადაიტანა.

 

 

 

 

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner