logo_geo
eng_logo
ანი მიროტაძე: საფრთხე რუსეთის მხრიდან არსებობს ყოველთვის - როგორც პროპაგანდის კუთხით, ასევე ტანკებით!
- +

15 თებერვალი. 2016. 13:08



„არცერთი მიზეზი არ ვიცი, რომელიც მაფიქრებისნებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას რაიმე ცვლილება სურს საგარეო პოლიტიკური მიმართულების კუთხით", - ამის შესახებ დეპუტატმა ანი მიროტაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის ანგარიშთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.


პარლამენტარის განცხადებით, აშშ-ის, როგორც პარტნიორი ქვეყნის განსაკუთრებული ყურადღება და თვალყურის დევნება საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ, ბუნებრივია. მიროტაძის თქმითვე, ასევე ბუნებრივია,  რომ აშშ-ს აქვს შიშები, არ მოხდეს რაიმე ცვლილება საქართველოში საგარეო პოლიტიკის მიმართულებით.


„საფრთხე რუსეთის მხრიდან კი არსებობს ყოველთვის, როგორც პროპაგანდის კუთხით, ასვე ტანკებით, თვითმფრინავებით და ა.შ.

 

კრემლიდან საქართველოს წინააღმდეგ ყოველთვის არის როგორც საინფორმაციო ომი, ისევე ჩვეულებრივი ომი, სამხედრო დაპირიპირება. ეს საფრთხე იყო, არის და, დიდი ალბათობით, იქნება კიდეც.

 

კრემლის პოლიტიკური დღის წესრიგის ძირითადი შემადგენელი ნაწილი არის გავლენების კვლავ დაბრუნება საქართველოზე და კიდევ უფრო მასშტაბური გეგმები და იდეები რომ აქვს, ეს ცხადია. სხვა საკითხია, რა არის ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგი და როგორ ვასრულებთ მას; როგორ ვხვდებით ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებს; ვგულისხმობ, როგორ ვუმკლავდებით და როგორ შეგვიძლია შევინარჩუნოთ ჩვენი დამოუკიდებლობა და თავისუფლება", - განაცხადა მიროტაძემ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner