logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: დროა საჭირო!
- +

17 თებერვალი. 2016. 14:29


„ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე ნათლად ჩანს, რომ საქართველოში ბიზნესის განვითარებისათვის ხელსაყრელი გარემოა", - ამ განცხადებას „ახალგაზრდული ცენტრის" ხელმძღვანელი ზურაბ ქადაგიძე „რეპორტიორთან" საუბრისას აკეთებს:

 

„ჩვენი ქვეყანა კვლავ მიმზიდველი არის უცხოელი ინვეტორებისათვის, ქართულ ფარმცევტულ ბაზარზე ახალი კომპანია შემოვიდა, ასევე ქართულ ბაზარზე შემოვიდა ახალი ირანული ავიაკომპანიები, ხოლო ქუთაისის აეროპორტიდან ახალი იაფი რეისები დაინიშნა ევროპის 7 ქალაქის მიმართულებით. ეს ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ საქართველოს მთავრობის მუშაობას აქვს შესაბამისი შედეგი და მათი მუშაობა ქვეყნის წინსვლასა და კეთილდღეობაზე არის ორიენტირებული.

 

დროა საჭიროა, რათა ეს ყველაფერი თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს საკუთარ თავზე. ეკონომიკის განვითარების და ზრდის გარდა, ეს ხელს უწყობს ქვეყანაში რამდენიმე ასეული ახალი სამუშაო ადგილის გაჩენას. ზრდის ბაზარზე კონკურენციას, რომლის შედეგად მოგებული ყოველთვის მომხმარებელია, ასევე, ეს ახალ შესაძლებლობას ხსნის ტურიზმის განვითარებისათვის, ტურიზმს კი შეუძლია ათეულობით მილიონი ლარი შემატოს ქვეყნის ბიუჯეტს, გაჩნდეს კიდევ უფრო მეტი ახალი სამუშაო ადგილი და განვითარდეს ქვეყნის ინფრასტრუქტურა", - ამბობს ზურაბ ქადაგიძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner