BBC-ის ცნობით, იტალიის პოლიციამ ჰოლანდიელი ფერმწერის, ვან გოგის ორი ტილო აღმოაჩინა, რომლებიც ამსტერდამის მუზეუმიდან 2002 წელს მოიპარეს.
მუზეუმის ინფორმაციით, საუბარია ტილოებზე „ზღვა სჰევინენგენში", რომელიც 1882 წლით და „ეკლესია ნიუენენში", 1884-1885 წლებით თარიღდება.
პოლიციამ ხელოვნების ნიმუშები მრავალწლიანი გამოძიების შედეგად იპოვა. ქურდობა, სავარაუდოდ, ნეაპოლის მაფიამ ჩაიდინა.
ნამუშევრები მილიონობით ევრო ღირს, თუმცა ვან გოგის მოღვაწეობის მკვლევარები აცხადებენ, რომ ის შეუფასებელია.
მოპარული ნახატები კარგად არის შენარჩუნებული, თუმცა გარკვეული დაზიანებები აღენიშნება. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დააბრუნებენ ფერწერულ ტილოებს ამსტერდამში.