logo_geo
eng_logo
ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტად კვლავ დავით ქევხიშვილი აირჩიეს
- +

1 ოქტომბერი. 2016. 01:38



საქართველოს ძიუდოს ფედერაციას ოთხი წლის ვადით კვლავ დავით ქევხიშვილი უხელმძღვანელებს. პრეზიდენტად არჩევამდე დავით ქევხიშვილმა დელეგატებს და მოწვეულ სტუმრებს თავისი ოთხწლიანი მუშაობის შესახებ ანგარიში ჩააბარა. ძიუდოს ფედერაციის ყრილობა  სასტუმრო „The Biltmore Hotel Tbilisi"-ში ჩატარდა, რომელსაც  36 დელეგატიდან 30 ესწრებოდა. დელეგატებმა ქევხიშვილის  კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირეს.

დავით ქევხიშვილი პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო.

ყრილობამ, პრეზიდენტის წარდგინებით, პირველ ვიცე-პრეზიდენტად დავით ხახალეიშვილი დაამტკიცა, ვიცე-პრეზიდენტებად - ზაზა გულბიანი, ზაქრო კევლიშვილი და ცეზარ ჩოჩელი, ხოლო გენერალურ მდივნად - გიორგი ათაბეგაშვილი. დელეგატებმა ასევე დაამტკიცეს აღმასრულებელი კომიტეტის ახალი შემადგენლობა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner