logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ ინიციატივით, დღის ცენტრებს საწვავით უზრუნველყოფენ
- +

15 მარტი. 2016. 14:05


საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის" ინიციატივით, ავტოგასამართი სადგურების ქსელ „ფრეგოსა" და შშმ პირებისთვის განკუთვნილი დღის ცენტრების ხელმძღვანელებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ხელმოწერის ცერემონია თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა, რომელსაც ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარე რიმა ბერაძე, ფრაქციის წევრები ირაკლი ფავლენიშვილი და რატი იონათამიშვილი, კომპანია „ფრეგოსა" და დღის ცენტრების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.


ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი, ერთის მხრივ, კომპანია „ფრეგოს" გენერალურმა დირექტორმა რუსუდან რამაზაშვილმა და მეორე მხრივ - „დღის ცენტრებისა და სათემო ორგანიზაციების ქსელში" შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა მოაწერეს.


ფრაქციის ინიციატივით მემორანდუმის გაფორმების შედეგად, კომპანია „ფრეგო" „დღის ცენტრებისა და სათემო ორგანიზაციების ქსელში" შემავალი 11-ვე ორგანიზაციის 500 ბენეფიციარს, სასწავლო პროცესის ხელშეწყობის მიზნით, ტრანსპორტირების საჭირო საწვავით ერთი წლის განმავლობაში უზრუნველყოფს.


„მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას ქვეყანაში განვითარება მოაქვს. საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის" ინიციატივით და კომპანია „ფრეგოს" მხარდაჭერით, მთელი წლის განმავლობაში, 11-ვე დღის ცენტრის 500 ბენეფიციარის ტრანსპორტირებისთვის საჭირო საწვავით უზრუნველყოფა მოხდება", -განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის" წევრმა, დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner