logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: 2012 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობამ ახალი ფურცლიდან დაიწყო თავისი დამოუკიდებლობის ისტორიის წერა!
- +

1 ოქტომბერი. 2016. 03:19



„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი კახა კალაძე 2012 წლის 1 ოქტომბერთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს:

 

„2012 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობამ ახალი ფურცლიდან დაიწყო თავისი დამოუკიდებლობის ისტორიის წერა!

 

მე ვარ ბედნიერი, რომ თქვენს მხარდამხარ ამ პროცესში ვმონაწილეობდი და ჩემი პატარა წვლილი შევიტანე ამ დიდ გამარჯვებაში - შიშის, ძალადობის, უკანონობის დაძლევაში!

 

ჩვენ რთული 4 წელი გამოვიარეთ, დიდი დრო უნდა ქვეყნის მოწესრიგებას, ბევრად დიდი დრო უნდა შიშის, უნდობლობის დაძლევას და თავისუფლების მშენებლობას ჩვენს სულებში!

 

მე მიმაჩნია რომ ყველაზე დიდი მონაპოვარი ამ 4 წლის მანძილზე არის პირადი თავისუფლება!

 

გისურვებთ ყველას ისეთ საქართველოში ვიცხოვროთ , როგორიც დავიმსახურეთ, როგორიც მოვიპოვეთ და როგორსაც შევნატროდით!"

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner