„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი კახა კალაძე 2012 წლის 1 ოქტომბერთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს:
„2012 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობამ ახალი ფურცლიდან დაიწყო თავისი დამოუკიდებლობის ისტორიის წერა!
მე ვარ ბედნიერი, რომ თქვენს მხარდამხარ ამ პროცესში ვმონაწილეობდი და ჩემი პატარა წვლილი შევიტანე ამ დიდ გამარჯვებაში - შიშის, ძალადობის, უკანონობის დაძლევაში!
ჩვენ რთული 4 წელი გამოვიარეთ, დიდი დრო უნდა ქვეყნის მოწესრიგებას, ბევრად დიდი დრო უნდა შიშის, უნდობლობის დაძლევას და თავისუფლების მშენებლობას ჩვენს სულებში!
მე მიმაჩნია რომ ყველაზე დიდი მონაპოვარი ამ 4 წლის მანძილზე არის პირადი თავისუფლება!
გისურვებთ ყველას ისეთ საქართველოში ვიცხოვროთ , როგორიც დავიმსახურეთ, როგორიც მოვიპოვეთ და როგორსაც შევნატროდით!"