ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი ბუბა კუდავა სოციალურ ქსელში იშხნის მონასტერის იატაკის ფოტოს აქვეყნებს და წერს:
„უახლესი ინფორმაცია - იშხნის იატაკი!
არცერთი ძველი იატაკი არა გვაქვს ასე სრულად და ასე მორთულად... რამდენი ასეთი ან მსგავსი რამ გვექნებოდა...
ისევ ტაო-კლარჯეთია პირველი!
დიდი და სასიხარულო სიახლე.
სამწუხაროა, რომ რესტავრაციაც და აღმოჩენებიც კვლავ უჩვენოდ ხდება.
შეხედეთ, დატკბით, იამაყეთ...
გაგიჟება შეიძლება!..."