logo_geo
eng_logo
მალხაზ თოფურია: თარგამაძემ, კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი უსაზღვრო უმეცრება...
- +

1 ოქტომბერი. 2016. 03:55



აფხაზეთის ომის ვეტერანი მალხაზ თოფურია „ნაციონალური მოძრაობის" წევრის გივი თარგამაძის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:


„გივი თარგამაძემ, კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი უსაზღვრო უმეცრება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე. "გაპრავებაში" გართულმა უნებურად (ან შეიძლება შეგნებულადაც) ჩააგირავა „ნაციონალური მოძრაობა", რომ შეიარაღებული გადატრიალება მართლაც სდომებიათ და ახალი სიბრიყვენი წამოროშა... პოლიციის მიერ სამალავებიდან და მიწიდან ამოღებული იარაღი, თურმე ქვეყნის დასაცავად იყო "შენახული"... თითქოს უწყინარი ფრაზაა, თან გივიას თავდადება, რომ ვიცით ქვეყნისთვის, მაგრამ მის განუვითარებელ ლოგიკას გამორჩა ის ფაქტი, რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე სახელმწიფო, კონკრეტულად ძალისმიერი სტრუქტურები უნდა ზრუნავდენ და არა პოლიტიკური პარტიები, მით უმეტეს ოპოზიციური და თან ისეთი კრიმინალური, როგორიცაა პატივცემულის მშობლიური „ნაცპარტიაა".

ვფიქრობ ყმაწვილი კარგადაა დასაკითხი და არა მარტო ეს პატივცემული. კიდევ სად აქვთ, "სამშობლოს დასაცავი" სამალავები, მით უმეტეს პატივცემულმა უკვე აღიარა, რომ იარაღი მათ ჩაფლეს, ოღონდ ის დაავიწყდა, რომ ხელისუფლებას აღარ წარმოადგენს და ამ შემთხვევაში თავად და მისი პარტიაც უკანონო შეიარაღებული ფორმირების ნაწილები არიან!"


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner