logo_geo
eng_logo
ლევან ლორთქიფანიძე: ლადო პაპავა შეუცვლელი კანდიდატურა არ არის!
- +

15 მარტი. 2016. 14:05


სტუდენტების ნაწილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ვლადიმერ პაპავას გადადგომას მოითხოვენ. თსუ-ს სენატის წევრ ლევან ლორთქიფანიძის თქმით, მთავარია, სისტემა შეიცვალოს და ასევე - აკადემიური საბჭოს ის წევრები, რომლეიც საათში ერთხელ იცვლიან გადაწყვეტილებებს, არ აქვთ პრინციპები და დამოუკიდებლად ვერაფერს აკეთებენ. ლორთქიფანიძის განცხადებით, მათთვის არც ერთი ადამიანის ბედის ხელში ჩაგდება არ შეიძლება.



„თუ ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ ყველა მაღალი თანამდებობის  პირი პირდაპირი დემოკრატიის წესით იქნება არჩეული, მაშინ პაპავაც უნდა გადადგეს. მთავარია, სისტემა შეიცვალოს და აკადემიური საბჭოს ის 14 უპირო წევრი, რომლებიც საათში ერთხელ იცვლიან გადაწყვეტილებებს, არ აქვთ პრინციპები და დამოუკიდებლად ვერაფერს აკეთებენ - მათთვის არც ერთი ადამიანის ბედის ხელში ჩაგდება არ შეიძლება. თუ სისტება შეიცვლება, ბუნებრივია, შეიცვლება ლადო პაპავაც, მითუმეტეს ამ მოვლენების შემდეგ, შეუცვლელი კანდიდატურა არ არის", - ამბობს ლევან ლორთქიფანიძე.



 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner