logo_geo
eng_logo
ჯანსუღ ჩარკვიანი 85 წლისაა
- +

1 ოქტომბერი. 2016. 04:12



30 სექტემბერს, პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანს 85 წელი შეუსრულდა.


მისი პირველი ლექსი 1947 წელს გამოქვეყნდა. 1959 წელს გამოვიდა პოეტის პირველი წიგნი „ერთი ღამის სიჩუმეში". ასევე, გამოცემული აქვს წიგნები: „რწმენის კედელი" (1970), „დიდი ნათელი" (1980), „ერთტომეული" (1981), „რჩეული პოემები" (1983), „მე და შენ" (1984), „არცა ვმსახურობდე სხვას!" (1989), პუბლიცისტური წიგნი „თავისუფლება ლომთა ხვედრია".


1991-1993 წლებში გამოიცა მისი თხზულებათა ორტომეული. პოეტის ლექსები თარგმნილია მრავალ ენაზე. 1962-63 წლებში იყო ჟურნალ „ცისკრის" პასუხისმგებელი მდივანი, 1963-67 წლებში - ჟურნალ „დილას" მთავარი რედაქტორი, 1967-77 წლებში - ჟურნალ „ცისკრის" მთავარი რედაქტორი, 1977-87 წლებში - საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი, ჟურნალ „დროშას" მთავარი რედაქტორი. იყო მწერალთა კავშირის გამგეობის პრეზიდიუმის წევრი, საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველოს" დირექტორი, საზოგადოება „თბილისელის" პრეზიდენტი.


1978 წელს მიენიჭა გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია, 1985 წელს, 1983-84 წლებში გამოქვეყნებული ლექსების ციკლისთვის მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია. 1998 წელს მიიღო შალვა დადიანის ლიტერატურული პრემია. არის ღირსების ორდენის კავალერი. თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა 1996 წელს. 1995 და 1999 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner