logo_geo
eng_logo
შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკი ამოიღო
- +

1 ოქტომბერი. 2016. 10:51



შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული ი.მ. თბილისში დააკავეს.

 

„სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, კუსტარული წესით დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი და 5 საბრძოლო ვაზნა, ასევე, ბუპრენორფინის შემცველი 5 აბი და აბის ნატეხები ამოიღეს.

 

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით)", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner