შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ალპურ ზონაში დაკარგული ტურისტები იპოვეს.
„შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112"-ში შევიდა შეტყობინება, რომ ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ალპურ ზონაში 10 ტურისტი უამინდობის გამო გზის გაგრძელებას ვერ ახერხებდა. ტურისტები დახმარებას ითხოვდნენ.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხარაგაულის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მაშველთა ჯგუფი სამძებრო-სამაშველო ღონისძიებაში დაუყოვნებლივ ჩაერთო. 20 კილომეტრამდე გზის მონაკვეთის ფეხით გავლის შემდეგ მაშველებმა უცხოელი ტურისტები იპოვეს და უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.