logo_geo
eng_logo
„თქვენ ანგრევთ სირიას... თქვენ ანგრევთ რუსეთს!“ - გერმანული გამოცემა „ბილდის“ რედაქტორის წერილი პუტინს, რომელმაც მსოფლიო დააფიქრა...
- +

1 ოქტომბერი. 2016. 11:29



გერმანული გამოცემა „Bild"-ის რედაქტორი იულიან რეიხელტი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს ღია წერილით მიმართავს. წერილი, რომელიც „Bild"-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, მრავალი ქვეყნის წამყვანმა გამოცემამ გააშუქა. პოლიტიკოსებმა და პოლიტიკურმა მიმომხილველებმა  ეს წერილი შეაფასეს როგორც მსოფლიო საზოგადოებისათვის დამაფიქრებელი მოვლენა.


„ბატონო პუტინ!

 

თქვენ ძალიან კარგად ლაპარაკობთ გერმანულად... და იმ ადამიანებმა, ვინც თქვენ კარგად გიცნობთ, მითხრეს, რომ თქვენ დილაობით კითხულობთ Bild.de-ს ვებ-გვერდს... ამიტომ, იმედი მაქვს, ჩემი წერილი თქვენამდე მოვა.

 

პრეზიდენტო პუტინ! იმას, რასაც თქვენ ახლა სირიის ქალაქ ალეპოში აკეთებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბარბაროსობა უწოდებს... და მეც ვუერთდები ამ მოსაზრებას. დიდი რუსი ერი იმართება მოქმედი ბარბაროსული რეჟიმით, რომლის სათავეში ხართ თქვენ, ბატონო პუტინ!

 

რუსეთმა, ჩემი ბაბუების  თანამედროვეთა ბარბაროსობა გამოსცადა. გერმანელებმა რუსული ქალაქები ნანგრევებად აქციეს და ადამიანთა ურიცხვი რაოდენობა გაანადგურეს. დღემდე ტოტალური კაცთმოძულეობის სიმბოლოდ, სტალინგრადის უაზრო განადგურება ითვლებოდა. დღეს კი ალეპოს სტალინგრადს ეძახიან. ბატონო პრეზიდენტო, თქვენ როგორ უყრებთ თქვენი ქვეყნის ისტორიას... ქვეყნის, რომელსაც ახლა თავად მოაქვს ასეთივე უბედურება? როგორ ბედავთ, რომ იმოქმედოთ ასე ბარბაროსულად მთელი რუსი ხალხის სახელით? როგორ შეგიძლიათ მიაყონოთ ამხელა ზიანი თქვენი ქვეყნის ისტორიას და მომავალს?

 

თქვენი ომი, ალეპოს სამოქალაქო მოსახლეობის გასანადგურებლად, სამუდამოდ დარჩება როგორც სამარცხვცინო ლაქა რუსეთის ისტორიაში.

 

მაშინ, როდესაც თქვენ თავს უფლება მიეცით, მიწასთან გაგესწორებინათ ჩეჩნური ქალაქი გროზნო, სოციალური მედია ჯერ კიდევ არ არსებობდა... თუმცა მამაცმა ფოტოგრაფებმა შეძლეს, ფირზე დოკუმენტურად აღებეჭდათ თქვენი დანაშაულები... მაგრამ ამ ფაქტების ალყაშემორტყმული ქალაქიდან მალულად გამოსატანად და გამოსამზეურებლად მათ დღეები და კვირები დასჭირდათ... ამიტომაც მსოფლიომ დაგვიანებით და მცირე მოცულობით გაიგო იმის შესახებ, რაც იქ ხებოდა... დღეს კი სიტუაცია განსხვავებულია... დღეს მსოფლიო პირდაპირ ეთერში უყურებს თქვენს დანაშაულებს... twitter-ზე, facebook-ში და youtube-ზე ჩვენ ვუყურებთ, თუ რას აკეთებენ თქვენი ბომბები... ჩვენ ვხედავთ ბავშვების დამახინჯებულ გვამებს, რომლებიც ნანგრევებიდან გამოაქვთ. ჩვენ ვხედავთ თქვენს თვითმფრინავებს ცაში... ვხედავთ თქვენი ბომბებით გამოწვეულ ორმოებს და ნანგრევებს... ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ აქცევენ ფერფლად მიწისქვეშა საავადმყოფოებს თქვენი ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბები... ჩვენ გვესმის ბავშვების ყვირილი და მშობლების ვედრება.

 

თუმცა, ჯერ კიდევ არსებობებენ პოლიტიკოსები, რომლებიც მიუხედავადად თქვენი დანაშაულებისა, მზად არიან, ხელი გამოგიწოდონ... ზოგიერთ მათგანი, რეალობის მიუხედავად, მაინც გხედავენ თქვენ პარტნიორად მშვიდობის მიღწევის საქმეში... თქვენ მაინც აძლევთ უფლებას თქვენს მინისტრებს, გენერლებს და ელჩებს სუფთა კოსტიუმებში და უნიფორმებში, რომ გაავრცელონ სულ ახალი და ახალი უღირსი სიცრუეები... მიუხედავად ყველაფრისა, თქვენ არ შეგიძლიათ დამალოთ თქვენი მოქმედებები.

 

არა თქვენ პირადად, არამედ ახალგაზრდა ადამიანები, პილოტები აგდებენ ბომბებს ალეპოში... მაგრამ პასუხისმგებლობა ამაზე გეკისრებათ თქვენ, ბატონო პრეზიდენტო!

 

ჩვენ გიყურებთ თქვენ... თქვენ 21-ე საუკუკუნის სტალინგრადს ქმნით.

 

სახელდობრ თქვენ აძლევთ უფლებას, თავს დაესხან გაერო-ს ჰუმანიტარულ კოლონას. სახელდობრ თქვენ გააგზავნეთ ის ბომბდამშენები, რომლებმაც იმ პატარა ორმანის სახლი დაბომბეს, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის გახდა ცნობილი... ის საშინელება, რომელიც პატარას თვალებში ჩანდა - თქვენი დანაშაული და პასუხისმგებლობაა.

 

ღირს კი - ეს მკვლელი ასადი იმად, რომ ისეთმა დიდმა ქვეყანამ, როგორიც რუსეთია, ჩაიდინოს კაცობრიობის წინაშე უდიდესი დანაშაულები? გაქვთ კი თქვენ უფლება, დააკისროთ დიდი რაოდენობით ბრალი დემოკრატიას (ბოლო დროს საკმაოდ სუსტს), რომლის პირობებში ყველა ცალკეული ადამიანი, არჩევნებში იღებს მონაწილეობას და ატარებს საკუთარ პასუხისმგებლობას?

 

ილუზიებში ნუ იქნებით, პრეზიდენტო პუტინ, - ის ხალხი, ვინც დღეს თქვენ მხარს გიჭერენ, თქვენი თანამონაწილეები ხდებიან და ისინი კი არ აგებენ პასუხს, არამედ თქვენ და ისტორია თქვენს წინააღმდეგ მობრუნდება და გამოგიტანთ საშინელ განაჩენს.

 

ბატონო პრეზიდენტო, შეწყვიტეთ ეს უაზრობა! თქვენ ანადგურებთ ქვეყანას, რომელშიც თქვენ არაფერი გესაქმებათ... ასევე თქვენ ანგრევთ თქვენი საკუთარი ქვეყნის სულსა და მომავალს. თქვენი ხელმძღვანელობით რუსეთს ისტორიული დანაშაულები დაედო ბრალად.

 

იმათ შორის, რასაც გლობალური მნიშვნელობა აქვს, თქვენი ქვეყანა მხოლოდ აგრესიის ექსპორტს აწარმოებს... ახალგაზრდა რუსი სპეციალისტები „აიტი"-ს სექტორში „აიფონებს" არ იგონებენ... არ ქმნიან „ამაზონის", „ალიბაბას" ან „უბერისნაირ" კომპანიებს, სამაგიეროდ იღებენ ცოდნას ციფრული აგრესიული ომების წარმოებაში... ჰაკერობისა და დეზინფორმაციის ცოდნას. ერთადერთი სახეობა რუსული ტექნიკის, რომელიც საშინელების სახით ახდენს მსოფლიოზე შთაბეჭდილებას, არის ის, რომელიც მაღალი სიზუსტით ვარდება საავადმყოფოებზე და კლავს ადამიანებს. მაშინ, როდესაც თქვენგან დასავლეთით და აღმოსავლეთით ეკონომიკურ ზრდას და პროგრესს აღწევენ... თქვენ კორუფციისა და განადგურების რუსეთს ქმნით. მე ვწუხვარ ახალგაზრდების გამო თქვენს ქვეყანაში, რამეთუ თქვენ მათ ცხოვრებას სულიერ უდაბნოდ აქცევთ - ბატონო პრეზიდენტო.

 

ის, ვინც დღეს  პრორუსულად არის განწყობილი,  თქვენს წინააღმდეგ უნდა გამოვიდეს, ბატონო პრეზიდენტო!

 

თქვენ ანგრევთ სირიას... თქვენ ანგრევთ რუსეთს!

 

პატივისცემით, იულიან რეიხელტი (Julian Reichelt)", - ნათქვამია ღია წერილში.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner