კახა კალაძეს მიაჩნია, რომ ყველაზე დიდი მონაპოვარი ამ 4 წლის მანძილზე არის პირადი თავისუფლება.
„მე ვარ ბედნიერი, რომ თქვენს მხარდამხარ ამ პროცესში ვმონაწილეობდი და ჩემი პატარა წვლილი შევიტანე ამ დიდ გამარჯვებაში - შიშის, ძალადობის, უკანონობის დაძლევაში!
ჩვენ რთული 4 წელი გამოვიარეთ, დიდი დრო უნდა ქვეყნის მოწესრიგებას, ბევრად დიდი დრო უნდა შიშის, უნდობლობის დაძლევას და თავისუფლების მშენებლობას ჩვენს სულებში!
მე მიმაჩნია, რომ ყველაზე დიდი მონაპოვარი ამ 4 წლის მანძილზე არის პირადი თავისუფლება!
გისურვებთ ყველას, ისეთ საქართველოში ვიცხოვროთ, როგორიც დავიმსახურეთ, როგორიც მოვიპოვეთ და როგორსაც შევნატროდით",- წერს სოციალურ ქსელში კახა კალაძე.