logo_geo
eng_logo
ილია წულაია: „ქართული ოცნება“ არის გუნდი, რომელიც ხალხის კეთილდღეობისთვის იბრძვის
- +

1 ოქტომბერი. 2016. 12:41



„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დიდუბეში ილია წულაია გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ამბობს, რომ „ქართული ოცნების" ახალ წევრებს შორის ბევრი წარმატებული, მოტივირებული და საკუთარი სიტყვის შემსრულებელი ადამიანია, რომლებსაც ერთი საერთო მიზანი, ადამიანის უფლებების დაცვა აერთიანებთ.



„ქართულ ოცნებაში" ბევრი ახალი სახეა, თუმცა გუნდში დარჩა ასევე ის ძირითადი ძალა, რომელმაც 2012 წლის ცვლილებები დიდწილად განაპირობა. „ქართული ოცნება" არ არის მარტო ახალი სახეები, ეს ერთიანი გუნდია, რომელიც წარმატებისთვის და ხალხის კეთილდღეობისთვის იბრძვის.

 

სხვებზე საუბარი არ მიმაჩნია კარგ ტონად, თუმცა ამ შემთხვევაში შემიძლია გამონაკლისი გავაკეთო და ვთქვა, რომ ახალ წევრებს შორის ბევრი წარმატებული, მოტივირებული და საკუთარი სიტყვის შემსრულებელი ადამიანია.

 

რაც ყველას გვაერთიანებს, არის საერთო მიზანი და ხედვები. ადამიანის უფლებების დაცვა და ევროკავშირისკენ სვლა შეუქცევად პროცესად გვესახება. არავინ მოსულა პოლიტიკაში თავის შესაფარებლად, ყველას საქართველოს განვითარება და ახალ ეტაპზე გაყვანა გვინდა.

 

კარგი გუნდია, ერთად ბევრი კარგი საქმის გაკეთებაა შესაძლებელი. გუნდი საინტერესოა, გუნდი მოტივირებულია, პროგრესი ყველას გვინდა, ასე ვთქვათ, ქართული ევროპაც ყველას გვინდა, ასე რომ, ვიმუშავებთ ამ რეალობის შესაქმნელად... რაც მთავარია, თანამოაზრეები ვართ - ერთიანი ხედვა გვაქვს ქვეყნის მომავალზე", - აღნიშნა ილია წულაიამ.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner