logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: ჩვენი პოლიტიკური გუნდი დააპატიმრებს სააკაშვილს
- +

1 ოქტომბერი. 2016. 12:41



„პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი გაზეთ „პრაიმტაიმთან" საუბარში ამბობს, რომ ის და მისი გუნდი დაიჭერენ მიხეილ სააკაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს, რომლებსაც მართლმსაჯულება შესაბამისად გაასამართლებს.



„ირმა ინაშვილი და ჩვენი პოლიტიკური გუნდი დააპატიმრებს სააკაშვილს, დააპატიმრებს ადეიშვილს და ამ ხალხს გაასამართლებს სამართლიანი მართლმსაჯულება. თუ სააკაშვილი ამ ტიპის ჩართულობაზე მიანიშნებს, ჩვენ აუცილებლად დავაპატიმრებთ მას. სხვა ტიპის ჩართულობაზე საუბარი რომ კომედია და აბსურდია, ეს ბავშვსაც ესმის, როცა ჩვენ ვსაუბრობთ აჭარის მიმართულებაზე, ეს ხდება იმიტომ, რომ იქით მართლა არის პრობლემა. გამოქვეყნდა ერთ-ერთი თურქული ორგანიზაციის მოთხოვნა, რომელსაც აფინანსებს სააკაშვილის ოჯახის უახლოესი მეგობარი გიულენი. ეს ორგანიზაცია მაინცდამაინც სარფში აწყობს აქციას და ასრულებს ეროვნულ სიმღერას შემდეგი შინაარსით - თურქული მიწა თურქეთისაა... ჩემი აზრით, ამ პროვოკაციის უკანაც სააკაშვილი  დგას, რომელმაც ეს აქცია მაინცდამაინც საქართველო-თურქეთის საზღვარს დააახლოვა", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.


 

 

 



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner