logo_geo
eng_logo
საქართველოს პრეზიდენტი წმინდა წირვას დაესწრო
- +

1 ოქტომბერი. 2016. 12:46



საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი წმინდა წირვას დაესწრო, რომელიც მისმა უწმინდესობამ რომის პაპმა ფრანცისკემ თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე აღავლინა.


საქართველოს პრეზიდენტი წმინდა წირვას ოჯახის წევრებთან, ადმინისტრაციის უფროსთან და  მრჩევლებთან ერთად დაესწრო.


რომის პაპმა საქართველოს პრეზიდენტს წმინდა წირვაზე დასწრებისათვის მადლობა გადაუხადა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner