logo_geo
eng_logo
Reuters/Ipsos -ის გამოკითხვის თანახმად, ჰილარი კლინტონი დონალდ ტრამპს 5%-ით უსწრებს
- +

1 ოქტომბერი. 2016. 14:53



აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი ჰილარი კლინტონი თავის მთავარ მეტოქეს დონალდ ტრამპს 5%-ით უსწრებს.


ასეთია Reuters/Ipsos- ის ჩატარებული ბოლო გამოკითხვა.


გამოკითხვის თანახმად, ჰილარი კლინტონს ამომრჩევლის 43%, ხოლო ტრამპს 38% უჭერს მხარს. კიდევ 19% აცხადებს, რომ ხმას არც ერთ კანდიდატს არ მისცემდა.


Reuters/Ipsos- ის გამოკითხვა 23-29 სექტემბერს ჩატარდა.


26 სექტემბერს კლინტონსა და ტრამპს შორის პირველი ტელედებატები გაიმართა, რომელიც აშშ-ის საპრეზიდენტო კამპანიების ისტორიაში ყველაზე პოპულარული აღმოჩნდა.


მაყურებლების უმრავლესობის მოსაზრებით, დებატებში ჰილარი კლინტონმა გაიმარჯვა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner