logo_geo
eng_logo
„ნაციონალების“ მხარდამჭერებმა ია მეტრეველს მანქანის შუშა ჩაუმტვრიეს - მეტრეველი პოლიციაში იმყოფება
- +

1 ოქტომბერი. 2016. 14:55



ბუტა რობაქიძის დედა  ია მეტრეველი, რომელიც სენაკში, სანდრა რულოვსთან შეხვედრაზე იყო მისული, ამჟამად სენაკის პოლიციაში იმყოფება.


მეტრეველმა „პირველთან" საუბრისას განმარტა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები მათდამი აგრესიულად იყვნენ განწყობილი და მანქანის შუშა დაუზიანეს.


„ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები აგრესიულად იყვნენ ჩვენს მიმართ განწყობილი.  დაიწყეს აგრესია, მანქანის შუსაც დაგვიმტვრიეს, ახლა სწორედ სენაკის პოლიციაში ვიმყოფებით ამ ფაქტის დასაფიქსირებლად. ჩვენზე ძალადობის დიდი სურვილი ჰქონდათ, მაგრამ ფიზიკურად ვერ გაბედეს, რადგან ამის საბაბი არ მივეცით", - აცხადებს მეტრეველი.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner