აშშ-ში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ქართულ დიასპორასთან შეხვედრის დეტალებს ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი ბესო ხომერიკი ეხმაურება.
ხომერიკის თქმით, შეხვედრაზე ორ მეგობართან ერთად მივიდა, თუმცა ეკლესიაში არ შეუშვეს და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
„მოკლედ, დღეს, სააკაშვილის ამომრჩევლებთან შეხვედრაზე, 2 მეგობართან ერთად ვიყავი მისული. გვინდოდა, დაგვესვა რამდენიმე კითხვა. მიცნო რამდენიმემ და მომადგნენ - „ნაციონალების" ამომრჩეველი არ ხარ და დატოვე აქაურობაო. ცხადია, გავაგზავნე @@@ზე. ეს თავისუფალი ქვეყანაა და საზოგადო თავშეყრის ადგილიდან (ეკლესიაში იყო შეხვედრა), არავის აქვს უფლება, გამაძევოს-მეთქი, დაიწყეს ჯიკაობა. მოკლედ, იმდენი ქნეს, მაინც ატეხეს ჩხუბი - 3 კაცს დაგვესია 30 კაცი. დაზარალებით ვერ დაგვაზარალეს. რ2 ცხადია გადმოსცემს, თავიანთ სასარგებლოდ დამონტაჟებულს. აქ ამდენს ბედავენ და მანდ რას იზამდნენ 2012 წლამდე, წარმომიდგენია!"- წერს facebook-გვერდზე ბესო ხომერიკი.